აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელმა, ელჩმა ჯეიმს ო'ბრაიენმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აშშ, გაერთიანებული სამეფო და ევროკავშირი ფოკუსირებულნი არიან, ხელი შეუშალონ ისეთი მოწყობილობებითა და აღჭურვილობებით ვაჭრობას, რომელსაც რუსეთი ბრძოლის ველზე იყენებს.
„მსურს ორიოდე სიტყვით ვისაუბრო, რატომ არის ეს ძალისხმევა საჭირო და განსაკუთრებით საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. ჩვენი ამოცანაა ხელი შევუშალოთ რუს სამხედროებს იმ აღჭურვილობის მიღებაში, რომელსაც ისინი იყენებენ ადამიანების მკვლელობისთვის უკრაინაში უკანონო შეჭრის ფარგლებში.
„აშშ, დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირი გაერთიანდნენ, რათა ფოკუსირება მოახდინონ ელექტრონულ მოწყობილობებზე, რომლებიც ბრძოლის ველზე გამოიყენება და ჩვენი თანამშრომლობა საქართველოსთან ფოკუსირებულია სწორედ ამ მოწყობილობებზე.
მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ არ ვცდილობთ შევაჩეროთ ყველანაირი ბიზნესი და ვაჭრობა. ჩვენ არ ვასანქცირებთ რუსულ სურსათზე, სასუქებზე ან სხვა ძირითადი მოხმარების საქონელზე, ჩვენ ხელს ვუწყობთ, მათ მიაღწიონ გლობალურ ბაზარს და მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორებს, როგორიცაა საქართველო. გრძელდება რა ეს ვაჭრობა, გვსურს დარწმუნებული ვიყოთ, რომ ჩვენ, პარტნიორებთან ერთად ფოკუსირებულნი ვრჩებით იმ საქონელზე, რომელიც მნიშვნელოვანია ბრძოლის ველისთვის“, - აღნიშნა ჯეიმს ო'ბრაიენმა.