CNN-ის თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მიჩნევს, რომ რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მიერ „ამბოხის“ მცდელობის შემდეგ, ცალსახად დასუსტდა.
„ძნელია იმის თქმა“, შეირყა თუ არა პუტინის პოზიცია „ამბოხის“ მცდელობის შემდეგ, „მაგრამ ის აშკარად აგებს ომს“, - ამბობს ბაიდენი.
კითხვას, არის თუ არა პუტინი სუსტი დღეს გასულ კვირასთან შედარებით, ბაიდენმა უპასუხა: „მე ვიცი, რომ ასეა”.
26 ივნისს, ბაიდენმა ხაზი გაუსვა, რომ შეერთებულს შტატებს და მისი უახლოეს მოკავშირეებს „ვაგნერის“ აჯანყებასთან კავშირი არ აქვთ.