ე.წ. სამხრეთ ოსეთის „მინისტრთა კაბინეტმა“ სახელმწიფო საზღვრისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მიზნით, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის გამოყენების პროცედურაში ცვლილებები შეიტანა. შესაბამისი ანგარიში ოთხშაბათს „მთავრობის სხდომაზე“ ე.წ. სამხრეთ ოსეთის КГБ-ს სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელმა ვალერი ალიხანტიმ წარადგინა. ამის „რესი“ იუწყება.
ახალი „დოკუმენტის“ მიხედვით, „სახელმწიფო საზღვრის“ დაცვისას, დრონების წინააღმდეგ იარაღის გამოყენება შესაძლებელი იქნება.
„ამჟამად, უპილოტო საფრენი აპარატები პოულობენ გამოყენების მზარდ დიაპაზონს როგორც სამოქალაქო, ასევე, სამხედრო სფეროში. გამონაკლისი არ არის „სამხრეთ ოსეთის“ სახელმწიფო საზღვარი საქართველოსთან, რასაც მოწმობს მეზობელი სახელმწიფოს მიერ უპილოტო საფრენი აპარატების გახშირებული გამოყენება“, - განაცხადა ალიხანტიმ.