წყალქვეშა ნავ „ტიტანის“ ნამსხვრევებში, სავარაუდოდ, ადამიანის ნაშთები აღმოაჩინეს

აშშ-ის სანაპირო დაცვამ ჩაძირული წყალქვეშა ნავის, „ტიტანის“ ნამსხვრევებში, სავარაუდოდ, ადამიანის ნაშთები აღმოაჩინა. სანაპირო დაცვის ინფორმაციით, აღმოჩენილ ნაწილებს ამერიკელი მედიკოსები ოფიციალურ ანალიზს ჩაუტარებენ.

უწყება კატასტროფის გამომწვევ მიზეზებზე მიმდინარე გამოძიებას საწყის ეტაპზეა. სანაპირო დაცვის საზღვაო საგამოძიებო საბჭოს (MBI) ხელმძღვანელის, კაპიტან ჯეისონ ნოიბაუერის განცხადებით, ჯერ კიდევ დიდი სამუშაოა ჩასატარებელი იმ ფაქტორების გასაგებად, რამაც გამოიწვია „ტიტანის“ კატასტროფული დაკარგვა.

წყალქვეშა ნავი „ტიტანი“ ატლანტიკის ოკეანეში 18 ივნისს გაუჩინარდა. მას „ტიტანიკის“ ნამსხვრევების მოსანახულებლად 5 მგზავრი გადაჰყავდა.

გაუჩინარებული ნავის ნამსხვრევები აღმოაჩინეს და ცნობილი გახდა, რომ კატასტროფის მიზეზი აფეთქება გახდა. 23 ივნისს გახდა ცნობილი, რომ ბორტზე მყოფი ხუთივე ადამიანი დაიღუპა.