ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას რუსეთისგან თავის დასაცავად და თვლის, რომ ასეთი დახმარება შეერთებული შტატების ინტერესებში შედის. ეს არის Reuters/Ipsos-ის კვლევის შედეგები, რომელსაც უკრაინული მედია ავრცელებს.
ორდღიანმა გამოკითხვამ, რომელიც სამშაბათს დასრულდა, აჩვენა, რომ გამოკითხულთა 65% დაეთანხმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებას, მაისის გამოკითხვაში მხარდაჭერა 46%-ს შეადგენდა.
გამოკითხვის თანახმად, ამერიკელთა 76%-ს სჯერა, რომ უკრაინისთვის დახმარების გაწევა ჩინეთს და სხვა კონკურენტებს აჩვენებს, რომ შეერთებულ შტატებს აქვს „ნება და შესაძლებლობა“ დაიცვას ჩვენი ინტერესები, ჩვენი მოკავშირეები და საკუთარი თავი".
Reuters/Ipsos-ის ონლაინ გამოკითხვა ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა. კვლევა მოიცავს 1004 ზრდასრული ადამიანის პასუხს, მათ შორის 400 დემოკრატი და 383 რესპუბლიკელია. სანდოობის ინტერვალი არის დაახლოებით 4%.
სხვა სოციოლოგიური მონაცემებით, ამერიკელთა მნიშვნელოვანი უმრავლესობა - დაახლოებით 70% უფრო მეტად დაუჭერს მხარს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატს, რომელიც გააგრძელებს უკრაინის სამხედრო დახმარებას.