ევროკომისიამ მოლდოვის მხარდამჭერის პაკეტი შეიმუშავა, რომლის მიზანიც უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის შედეგების დაძლევაა.
პაკეტი მოიცავს ეკონომიკური განვითარებისა და კავშირების გაღრმავების ხელშეწყობას DCFTA-ისა და EIP-ის პროგრამების ფარგლებში.
პროგრამები ფოკუსირრებული იქნება, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერაზე, ვაჭრობის გაძლიერებაზე, ენერგოეფექტურობაზე და ადამიანური კაპიტალის გაძლიერებაზე.
დახმარების პაკეტშია მოლდოვის რეფორმების მხარდაჭერა, ადმინისტრაციული შესაძლებლობების გაძლიერების გზით, საკონსტიტუციო მომსახურების გაუმჯობესებით, სპეციალური ტრენინგების პროგრამებით და ასევე, ევროკავშირის პროგრამებში მოლდოვის მონაწილეობის გაზრდით.
მოლდოვის ენერგო უსაფრთხოების უზრუნველყოფა ელექტროენერგიის შიდა წარმოების გაზრდით, ევროკავშირის საერთო გაზის შესყიდვის მექანიზმში მონაწილეობით, განახლებადი ენერგიის გაძლიერებითა და ენერგოეფექტურობაზე ფოკუსირებით.
მოლდოვის უსაფრთხოების გაძლიერება მიზანმიმართული ქმედებებით, რომელიც ნაკარნახევი იქნება უმაღლესი დონის პოლიტიკური და უსაფრთხოების დიალოგით; თანამშრომლობის გაფართოება მოლდოვაში ახლად დაწყებული ევროკავშირის საპარტნიორო მისიით; მოლდოვის თავდაცვის სექტორის გაძლიერება; ევროპის მშვიდობის ფონდის დახმარებით.
უცხოური საინფორმაციო მანიპულაციებისა და საგარეო ჩარევისთვის წინააღმდეგობის გაწევა, მათ შორის, დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა, სტრატეგიული კომუნიკაციების გაძლიერება, მოლდოვის მთავრობის ტექნიკური მხარდაჭერის გაწევა, დამოუკიდებელი მედიისთვის, სამოქალაქო საზოგადოებისა და ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების გაჩენა, რათა წინააღმდეგობა გაუწიონ დეზინფორმაციას და აქტიურად გაავრცელონ ინფორმაცია ევროკავშირში ინტეგრაციის ბენეფიტების შესახებ.
ევროკომისია წერს, რომ ხსენებულ ხუთ პრიორიტეტში მხარდაჭერა მოლდოვას დაეხმარება, მკვეთრად შეამციროს რუსეთის ომის გავლენა მასზე და უფრო დაუახლოვდეს ევროკავშირს.