გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პარტია, მათ შორის TRML-4D ტიპის საჰაერო სათვალთვალო რადარი გადასცა. უკრაინული მედიის თანახმად, ინფორმაცია გერმანიის მთავრობის ვებგვერდზეა განთავსებული.
ამასთან, დახმარების ახალი პარტია მოიცავს: Biber-ის ტიპის ხიდის გამდებ სამ ტანკს, განაღმვის მოძრავ სისტემას, სასაზღვრო ავტომობილებსა და Zetros-ის სატვირთო მანქანებს.
გერმანია უკრაინისთვის კიდევ ათეულობით Gepard-ის ტიპის საზენიტო იარაღის გადაცემას გეგმავს. ივნისის დასაწყისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გერმანიის მთავრობამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი მიაწოდა. კერძოდ, დახმარების უახლესი პაკეტი მოიცავდა აღჭურვილობას, საბრძოლო მასალას საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის და სხვა.