ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩმა თბილისში ვიზიტისას განაცხადა, რომ ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებლების დასახმარებლად ძალისხმევა გაგრძელდება.
ევროპის საბჭო ასევე ურყევი რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ საერთაშორისო სამართლის მიხედვით, რუსეთი ვალდებულია, აღასრულოს გადაწყვეტილებები, რომლებიც ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ საქმეზე“ მიიღო: „ჩვენ დაჟინებით მოვითხოვთ ამას თითოეულ შეხვედრაზე, სადაც ეს საქმე განიხილება“.
„ჩვენ გავაგრძელებთ ნდობის აღდგენის ხელშეწყობას. ჩვენ გავაგრძელებთ ნდობის აღდგენის ღონისძიებების ხელშეწყობას, რომლებიც მიზნად ისახავს ხიდის გადებას მოსახლეობის ჯგუფებს შორის და ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერებას კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში. ჩვენ ასევე გავაგრძელებთ ბრძოლას საქართველოს რეგიონში, აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“ წვდომის მოპოვებისთვის“, - აღნიშნა ბურიჩმა.
„ჩვენ ვიბრძვით, რომ იქ მცხოვრებ ადამიანებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, მიიღონ განათლება. ნდობის აღსადგენად გამოყენებული ინსტრუმენტები ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ჩვენ გავაგრძელებთ ამ მხრივ ძალისხმევას.
„2024-2027 წლის სამოქმედო გეგმაზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს, მალე დასრულდება და მინდა, დაგარწმუნოთ, რომ ევროსაბჭო ისევ იქნება ამ რეფორმების ერთგული. ეს ყველაფერი თქვენ წაგადგებათ ევროკავშირში ინტეგრაციაში. ჩვენ აპრილში გამოვეცით ამ წლის კონსოლიდირებული ანგარიში სწორედ საქართველოს შესახებ, ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ჰუმანიტარული ვითარებისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობის კუთხით.
რასაკვირველია, ჩვენ ვიბრძვით, რომ იქ მცხოვრებ ადამიანებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, მიიღონ განათლება. ნდობის აღსადგენად გამოყენებული ინსტრუმენტები ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ჩვენ გავაგრძელებთ ამ მხრივ ძალისხმევას.
ჩვენ ვცდილობთ, მხედველობის არედან არ დავკარგოთ საქართველოს ოკუპირებული რეგიონები, აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“, რათა შემდგომი კონსოლიდაციისათვის ეს მხარეები იყვნენ მზად.
რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხზე, მინდა, გავამახვილო ყურადღება, მათ შორის გადაწყვეტილებებზე, რომლებიც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გამოაქვს რუსეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელიც დღესაც ვალდებულია, ამ სასამართლოს გადაწყვეტილებები აღასრულოს. ყველა ის სარჩელი, რომელიც არის რუსეთის წინააღმდეგ, გროვდება და უკვე 10 მილიონ ევროს გადააჭარბა კომპენსაციის რაოდენობამ, რომლის გადახდაც რუსეთს ევალება.
ბოლო სარჩელი – საქართველო რუსეთის წინააღმდეგ უკვე დასრულების პროცესშია და, საერთაშორისო კანონმდებლობის თანახმად, რუსეთი ვალდებულია, ეს გადაწყვეტილებები აღასრულოს. მინდა, დაგარწმუნოთ, რომ საქართველოს ექნება სრული მხარდაჭერა ამ საქმეებთან დაკავშირებით. ჩვენ მხარს ვუჭერთ თქვენ მიერ ჩატარებულ საკმაოდ ღირებულ სამუშაოს რეფორმების მიმართულებით და ეს მხარდაჭერა ალბათ კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან იზრდება ამბიციების საჭიროებები“, – განაცხადა მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.