პრიგოჟინის „ტროლების ქარხნის“ გაუქმების შესახებ იუწყებიან

ომის დანაშაულებში ეჭვმიტანილმა Wagner PMC-ის დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა გააუქმა მედია ჰოლდინგი Patriot, ე.წ ტროლების ქარხანა, რომელშიც შედიოდნენ RIA FAN, Narodnye Novosti და სხვები. წერს Ekho Kavkaza სხვადასხვა წყაროზე (Ротонда; Mash) დაყრდნობით.

Patriot-ის შემადგენლობაში შემავალი გამოცემა „Невские новости-ს“ რედაქტორებმა საქმიანობის შეწყვეტის შესახებ გამოაცხადეს და მკითხველს დაემშვიდობნენ. თავის მხრივ, გამოცემა „კომერსანტი“ წერს, რომ პრიგოჟინთან დაკავშირებული მედია Roskomnadzor-მა დაბლოკა. მიზეზები არ სახელდება.

ევგენი პრიგოჟინთან დაკავშირებული „ტროლების ქარხნის“ შექმნის შესახებ ცნობილი 2019 წელს გახდა.