საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ოძისს ეწვია.
საგარეო უწყების თანახმად, ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, თამარ ტალიაშვილმა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს მიაწოდეს ინფორმაცია ადგილზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული ვითარების შესახებ.
როგორც ცნობილია, საქართველოს 30-3 ივლისს, ვიზიტით ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი სტუმრობს. ვიზიტის ფარგლებში, ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს.
- მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი: რუსეთი ვალდებულია, შეასრულოს „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ საქმეზე“ ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები
- ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებლების დასახმარებლად ძალისხმევას გავაგრძელებთ - მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი თბილისში