გამთენიისას, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოასვენეს უკრაინაში დაღუპული კიდევ ორი ქართველი მემრძოლი - მალხაზ კვიჟინაძე და ჯონი ოდიშვილი.
მალხაზ კვიჟინაძეც გამოცდილი სამხედრო იყო. ის რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრამდე მონაწილეობდა ე.წ. АТО-ში - უკრაინის ხელისუფლების ანტიტერორისტულ ოპერაციაში (2016 წლიდან). რადიო თავისუფლების თანახმად, ჯონი ოდიშვილი დაჭრილი გამოიყვანეს, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილეს, ჭურვის ნამსხვრევები თავის არეში ჰქონდა მოხვედრილი.
2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ რუსეთ-უკრაინის ომში 47 ქართველი სამხედრო დაიღუპა.