მედია: ბელორუსში მიტოვებული სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე 300 კარავი განლაგდა

ბელორუსის მოგილიოვის ოლქში, ასიპოვიჩის რაიონში, სოფელ ცელთან რამდენიმე დღეში ააგეს კარვების ბანაკი. ამის შესახებ რადიო თავისუფლების ბელორუსული სამსახური იტყობინება, სატელიტური ფოტოების თანახმად, ბანაკი განთავსებულია მიტოვებული სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე.

ჯერ კიდევ 17 ივნისს, გამოქვეყნებული ფოტოების მიხედვით, კარვების კვალი იქ არ იყო. ხოლო 30 ივლისს გადაღებულ ფოტოებზე მოჩანს ათეულობით მართკუთხა ობიექტი. ისინი ჩანს სამხედრო ნაწილის შენობებს შორის და საველე კარვებს ჩამოჰგავს.

ამასთან, ტერიტორიაზე არ შეინიშნება სამხედრო ტექნიკა.


სულ, მკვლევრებმა დათვალეს 303 კარავი. მათი აზრით, თითოეულში შეიძლება მოთავსდეს 20-დან 50-მდე ადამიანი. თავისი ზომით ბანაკი აღემატება ბელარუსის სხვა საველე ქალაქებს, სადაც რუსეთში მობილიზაციის დროს შეკრებილ პირებს ამზადებენ, იტყობინებიან ბელარუსი ჟურნალისტები.

ახალი ბანაკის დანიშნულების გარშემო მინსკს არაფერი განუცხადებია. ადრე გამოცემა verstka იტყობინებოდა, რომ ასიპოვიჩის მახლობლად, უკრაინის საზღვრიდან 200 კილომეტრში, აპირებენ „ვაგნერის“ დაქირავებული მეომრების განთავსებას. მათი ნაწილი, წარუმატებელი ამბოხების შემდეგ, ბელარუსის მმართველთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან შეთანხმებით, ბელარუსის ტერიტორიაზე გადავიდა.