მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი: ვხედავთ, საქართველოში მოქალაქეები როგორ იბრძვიან ევროპული გზისთვის

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა თბილისში, ქალთა კონფერენციაზე განაცხადა, რომ „მრავალფეროვნება და გაერთიანება, რასაც ვხედავთ ევროკავშირში, ეს არის ის, რაც გვაძლიერებს, რაც გზას გვიკაფავს მშვიდობისკენ და ჩვენთვის სასურველი საზოგადოების შენებისკენ“.

ბურიჩმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში მოქალაქეები იბრძვიან ევროპული გზისთვის

„ყველას მადლობას გეტყვით ამ არაჩვეულებრივ კონფერენციაზე დასწრებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ქალბატონ პრეზიდენტს ასეთი არაჩვეულებრივი ინიციატივა აქვს, რომ გამოჩნდეს, რამდენი ქალია აქტიურად ჩართული მშვიდობის საკითხებში გლობალურად და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება ეს ქალთა ლიდერობის წარმოსაჩენად.

გვჭირდება ქალთა უფრო მეტი ჩართულობა, ორივე მნიშვნელოვანია, როგორც ქალები, ასევე მამაკაცები, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ იყოს ორივე, ვიმუშაოთ ერთად და ვაშენოთ მსოფლიო მშვიდობა. ამას თავისთავად ზოგჯერ ახალი როლიც მოაქვს, რასაც ვხედავთ უკრაინელ ქალებთან, როგორ ასრულებენ იმ როლებს, რომლისთვისაც არასდროს ყოფილან მზად, იქნება ეს ჯარში, ადმინისტრაციაში, პოლიტიკაში. ისინი ტოვებენ თავიანთ სახლებს, ოჯახებს, შვილებს, ზოგჯერ სრულიად არადაცულ გარემოში და ვხედავთ, როგორ შეუძლიათ ქალებს იბრძოლონ მსოფლიო მშვიდობისთვის, კაცობრიობისთვის. ა

მას ვხედავთ უკრაინელი ქალების მაგალითზე, ავღანელი ქალების მაგალითზე და ყველას სჭირდება ჩვენი სოლიდარობა, პარტნიორობა და მხარდაჭერა ამ ბრძოლაში. ვხედავთ სამოქალაქო საზოგადოებაც ასევე ერთვება ამ ბრძოლაში, ქალთა უფლებების დაცვისთვის ბრძოლაში, ვინაიდან ეს არის მათი ცხოვრების ხარისხის და ჩვენი საზოგადოების ცხოვრების ხარისხის ნაწილი.

ვხედავთ, აქ, საქართველოში მოქალაქეები როგორ იბრძვიან თავიანთი ევროპული გზისთვის და კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ევროპული საბჭო, რომელსაც მე წარმოვადგენ, მონდომებულია, რომ თქვენ იყოთ პარტნიორები უკეთესი, მშვიდობიანი მსოფლიოს შენებაში, სადაც მოქალაქეთა უფლებები, მრავალფეროვნება, სხვადასხვა ჯგუფის უფლებები დაცულია, რაც მნიშვნელოვანია ლიდერობის ხარისხის მისაღწევად. მრავალფეროვნება და გაერთიანება, რასაც ვხედავთ ევროკავშირში, ეს არის ის, რაც გვაძლიერებს, რაც გზას გვიკაფავს მშვიდობისკენ და ჩვენთვის სასურველი საზოგადოების შენებისკენ“, – განაცხადა მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩმა.

თბილისში ქალთა მეორე საერთაშორისო კონფერენცია იმართება. კონფერენციაში მონაწილეობენ ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი, ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი ნიკოლა ბეარი, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები უიდედ ბუშამაუი, დოქტორი რუთ მიჩელი.