აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორი, უილიამ ბერნსი საიდუმლო ვიზიტით უკრაინაში იმყოფებოდა.
უილიამ ბერნსი უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის წარმომადგენლებს და ქვეყნის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.
Washington Post-ის თანახმად, აშშ-ის ოფიციალური წარმომადგენელი ინფორმაციას ადასტურებს და აცხადებს, რომ ვიზიტი უკრაინის კონტრშეტევის ფონზე განხორციელდა.
„ვიზიტის დროს რუსული აგრესიისგან უკრაინის დახმარებასა და სადაზვერვო მონაცემებით ურთიერთგაცვლის აუცილებლობის გაგრძელებაზე ისაუბრეს“, - წერს გამოცემა.
„ვიზიტის მიზანი იყო ბაიდენის ადმინისტრაციის ერთგულების დადასტურება - „აშშ მიზნად ისახავს, დაეხმაროს უკრაინას თავის დაცვაში“, აღნიშნა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.