ესპანეთის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის კიევში ვიზიტამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ესპანელ ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცა.
როგორც ცნობილია, უკრაინაში ვიზიტით მადრიდი ევროკავშირის ექვსთვიან პრეზიდენტობას იწყებს.
„ჩვენთვის გადამწყვეტი ექვსი თვე იქნებოდა გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით. ჩვენ ამაში ესპანეთის მხარდაჭერის იმედი გვაქვს. ჩვენ გვაქვს საერთო ამოცანა - ვიმუშაოთ ლათინური ამერიკის ქვეყნებთან და ჩავრთოთ რაც შეიძლება მეტი მათგანი ჩვენი მშვიდობის ფორმულის განხორციელებაში“, - დაწერა ზელენსკიმ.