ბელორუსის ავტორიტარმა ლიდერმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ მისი ქვეყნის ტერიტორიაზე განთავსებული რუსეთის ტაქტიკური ბირთვული იარაღი არასოდეს იქნება გამოყენებული.
„უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ ეს იარაღი ბელარუსში უნდა განთავსდეს, თუმცა დარწმუნებული ვარ, სანამ აქ იქნება განთავსებული, ჩვენ მისი გამოყენება არასოდეს მოგვიწევს. და ჩვენს მიწაზე მტერი არასოდეს შემოდგამს ფეხს", - განაცხადა ლუკაშენკომ, რომელიც კრემლის ყველაზე ახლო მოკავშირეა რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულ ომში.