ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ მედიის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ პირველი ნაბიჯები გადადგმულია, თუმცა მეტი სამუშაოა შესასრულებელი და ყველა ურჩევს საქართველოს ხელისუფლებას, რომ რეკომენდაციების შესრულებას დიდი მნიშვნელობა მიანიჭონ. ელჩის თქმით, რჩება ცხრა რეკომენდაცია, რომელიც არის ძალიან სერიოზული და სასწრაფოდ შესასრულებელი, რათა ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი.
„როგორც ევროკომისიამ განაცხადა, სამი რეკომენდაცია სრულად არის შესრულებული, ეს ნიშნავს, რომ დარჩენილია 9 რეკომენდაცია, რომლებიც სასწრაფოდ არის შესასრულებელი იმისთვის, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, რათა ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი.
ყველას, ევროპელ პარტნიორებს და ჩვენ გვსურს, რომ ეს გადაწყვეტილება იყოს პოზიტიური, როდესაც მისი დრო მოვა და რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია იმ რეკომენდაციების შესრულება, რაც არის განსაზრული და ასევე მნიშვნელოვანია რეკომენდაციების შესრულების პროცესი, რომელიც უნდა იყოს ინკლუზიური და მასში უნდა იყოს ჩართული ყველა დაინტერესებული მხარე, ყველა მონაწილე პირი, როგორც შემუშავებაში, ასევე შემდგომ ამ რეკომენდაციების განხორციელებაში.
კარგი დასაწყისია, პირველი ნაბიჯები გადადგმულია, თუმცა უფრო მეტი სამუშაოა შესასრულებელი და ყველა ურჩევს საქართველოს ხელისუფლებას, რომ ამ საკითხს დიდი მნიშვნელობა მიანიჭონ“, - განაცხადა კელი დეგნანმა.