აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორმა, უილიამ ბერნსმა განაცხადა, რომ შეიარაღებული აჯანყება იმ ზიანზე მეტყველებს, რომელიც პუტინმა რუსეთს მოუტანა.
ბერნსმა ხაზი გაუსვა, რომ „პრიგოჟინის აჯანყება“ „შეიარაღებული გამოწვევაა რუსული სახელმწიფოსადმი“, მაგრამ ეს „რუსეთის შიდა საქმეა, რომელშიც შეერთებული შტატები არ იღებდნენ და არ მიიღებენ არანაირ მონაწილეობას“.
„გასაოცარია ის, რომ თავის ქმედებებამდე პრიგოჟინი გამანადგურებელი ბრალდებებით გამოდიოდა კრემლის მიმართ, უკრაინაში შეჭრის ყალბი მიზეზებისა და რუსი სამხედრო ხელმძღვანელობის მიერ ომის მართვის შესახებ… ამ სიტყვებისა და ქმედებების გავლენა კიდევ გარკვეულ ხანს იქნება საგრძნობი, როგორც მკაფიო შეხსენება პუტინის ომის გამანადგურებელი გავლენის შესახებ მის საკუთარ საზოგადოებასა და მის საკუთარ რეჟიმზე“, - განაცხადა ბერნსმა.