კულება გერმანიას: არ გაიმეოროთ მერკელის შეცდომა, ალიანსის მაშინდელმა გადაწყვეტილებამ კარი გაუღო პუტინის საქართველოში შეჭრასა და ყირიმის უკანონო ანექსიას

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება გერმანიის მთავრობას მოუწოდებს, არ გაიმეოროს ყოფილი კანცლერის შეცდომები, რომლებიც ანგელა მერკელმა 2008 წელს დაუშვა და უკრაინის NATO-ში გაწევრიანება არ შეაფერხოს.

კულებას შეფასებით, მერკელმა სასტიკი წინააღმდეგობა გაუწია უკრაინის NATO-ში გაწევრიანების გზაზე ნებისმიერ პროგრესს.

უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ალიანსის მაშინდელმა გადაწყვეტილებამ „გააღო კარი პუტინის საქართველოში შეჭრისა და ყირიმის უკანონო ანექსიისთვის“.

კიევი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ომის დროს ალიანსში მიღებას არ ელის.

„მაგრამ ომის შემდეგ უკრაინის არმიღება ევროპისთვის თვითმკვლელობა იქნება. ევროპისა და მთლიანად ევროატლანტიკური სივრცის წინააღმდეგ რუსული აგრესიის კარის დახურვისთვის ერთადერთი გზა უკრაინის NATP-ში მიღებაა“, - განაცხადა კულებამ გერმანულ Bild-თან ინტერვიუში.