დიდი ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთმა ავიაშოუ უსაფრთხოების მიზეზით გააუქმა

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსეთმა საერთაშორისო ავიაშოუ MAKS-ი უსაფრთხოების მიზეზით გააუქმა. თავის რეგულარულ განახლებაში, სამინისტრო განიხილავს ვარაუდს, რომ რუსეთის ამ გადაწყვეტილებას დრონების თავდასხმებმა შეუწყო ხელი, რაც ბოლო დროს რუსეთში არცთუ ისე იშვიათია.


გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ომმა და თანმხლებმა საერთაშორისო სანქციებმა რუსეთის სამოქალაქო ავიაციასა და საჰაერო კოსმოსურ ინდუსტრიას დიდი ზიანი მიაყენა.


კონტექსტი

რუსეთის ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების სარდლის მოადგილე, რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების მთავარსარდალი, სერგეი სუროვიკინი ომის დანაშაულში ეჭვმიტანილი სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის ერთდღიანი „აჯანყების“ შემდეგ არ უნახავთ. ვარაუდობენ, რომ ის დაკავებულია.