ოკუპირებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა ე.წ მინისტრი, ინალ არძინბა ჩრდილოეთ კვიპროსში ჩავიდა.
მისი თქმით, „აფხაზეთი შეისწავლის ჩრდილოეთ კვიპროსთან საინვესტიციო-ეკონომიკური თანამშრომლობის შესაძლებლობებს".
„არძინბას თან ახლავს რუსეთის ფედერაციის სენატორი, ალექსანდრ ნეკრასოვი, რომელმაც განაცხადა, რომ "აფხაზეთის რესპუბლიკა ტურიზმის და პერსპექტივების კუთხით გაცილებით უფრო მიმზიდველად გამოიყურება", - წერს საინფორმაციო სააგენტო "აფსნიპრესი".
ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული სახელმწიფო მხოლოდ თურქეთის მიერაა აღიარებული. ის კუნძულ კვიპროსის მესამედს იკავებს და კვიპროსის რესპუბლიკის საზღვრებში მდებარეობს. ჩრდილოეთ კვიპროსი მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული თურქეთისგან ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სამხედრო მხარდაჭერაზე.
აღსანიშნავია, რომ არძინბა მანამდე თურქეთში იმყოფებოდა.