ჯო ბაიდენი დიდ ბრიტანეთს, ლიეტუვასა და ფინეთს ეწვევა

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ევროპაში ვიზიტით გაემგზავრება. Reuters-ის თანახმად, ბაიდენი ბრიტანეთში, ლიეტუვასა და ფინეთში შეხვედრებს გამართავს. 

ბაიდენის მოგზაურობა, რომელიც დაგეგმილია 9-13 ივლისს, ლონდონში მეფე ჩარლზთან და პრემიერ-მინისტრ, რიში სუნაკთან შეხვედრებით დაიწყება: „ჩვენს ერებს შორის მჭიდრო ურთიერთობის კიდევ უფრო გაძლიერების მიზნით“, - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

ამის შემდეგ აშშ-ის ლიდერი ვილნიუსში, NATO-ს სამიტს დაესწრება.

ბაიდენი ჰელსინკში 13 ივლისს სკანდინავიის ლიდერებთან შეხვედრისთვის გაემგზავრება.