დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ მომავალი საკრუიზო/გემსაწინააღმდეგო იარაღის (FC/ASW) პროგრამა, სავარაუდოდ, 2028 წლისთვის ამოქმედდება. იტყობინება UK Defense Journal-ი. მედია წერს, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინისთვის გაგზავნილი Storm Shadow-ს ჩანაცვლებას ცდილობს.
ამასთან, მედია წერს, რომ ბრიტანეთი ცდილობს, ისრაელის მიერ წარმოებული ზებგერითი რაკეტა Rampage შეიძინოს.
Storm Shadow რაკეტა 3 მილიონ დოლარზე მეტი ღირს. მიუხედავად იმისა, რომ Rampage-ის ზუსტი ღირებულება უცნობია, ისინიც ასობით ათას დოლარად ფასდება.
„RAF-ის კონტინგენტი ცოტა ხნის წინ ეწვია ისრაელს Rampage-ის დასათვალიერებლად და ისინი დიდი შთაბეჭდილების ქვეშ არიან", - განუცხადა თავის მხრივ, წყარომ The National-ს.
თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო მინისტრმა, ჯეიმს კარტლიჯმა განაცხადა, რომ მომავალი საკრუიზო/გემსაწინააღმდეგო იარაღი (FC/ASW) შეფასების ფაზის შუა ეტაპზეა.