შოიგუმ „ვაგნერის აჯანყებაზე“ დუმილი დაარღვია

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ ვაგნერის ჯგუფის ამბოხებაზე პირველი კომენტარი გააკეთა. უკრაინული მედიის თანახმად, ამის შესახებ იტყობინება რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო RIA Novosti 3 ივლისს.

"პროვოკაციას არ მოუხდენია გავლენა სამხედრო ნაწილების საქმიანობაზე,“ - ციტირებს რია ნოვოსტი შოიგუს.
 
მისივე თქმით, ჯარისკაცები გაბედულად და თავდაუზოგავად განაგრძობდნენ დაკისრებული ამოცანების შესრულებას.
 
ეს არის შოიგუს პირველი საჯარო კომენტარი ევგენი პრიგოჟინის „ხანმოკლე შეიარაღებულ აჯანყებაზე“, რომელიც 23-24 ივნისს განვითარდა.

ომის დანაშაულებში ეჭვმიტანილი „ვაგნერის“ ხელმძღვანელის ბელორუსში ყოფნის გამო, NATO-ს წევრი რიგი ქვეყნები აღმოსავლეთ ფლანგის კიდევ უფრო გაძლიერებას ითხოვენ.