საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრა მიმდინარეობს უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულთან, ოლექსანდრ შულგასთან.
დროებითი რწმუნებულის საგარეო უწყებაში დაბარება უკრაინული მხარის მიერ კომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ დასანქცირებას უკავშირდება.
ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 190 პირსა და 290 კომპანიას სანქციები პირველ ივლისს დაუწესა, მათ შორის მოხვდნენ „ჯორჯიან ეარვეისი“ და თამაზ გაიაშვილი.