ავსტრია უფლებას აძლევს ევროკავშირის ქვეყნებს, თავისი ქვეყნის გავლით უკრაინაში გადაიტანონ სამხედრო ტექნიკა და ეს არ არის მისი ნეიტრალიტეტის დარღვევა. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ალექსანდრ შალენბერგმა ტელეარხ ORF-თან ინტერვიუში განაცხადა.
მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ სამხედრო მასალების ტრანზიტი გათვალისწინებულია ევროკავშირის ერთობლივი გადაწყვეტილებით და ავსტრია ვალდებულია, ეს შეასრულოს.
„არსებობს ერთობლივი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის გადაწყვეტილება, რომელიც არამხოლოდ უკრაინაში აღნიშნული ტრანსპორტირების საშუალებას იძლევა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვალდებულნი ვართ, აღვასრულოთ ეს გადაწყვეტილება. ამსტერდამის ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ და თითქმის 20 წლის წინ ფედერალური კონსტიტუციის რეფორმის შემდეგ, ევროკავშირის ფარგლებში ეს ზომები ექვემდებარება ნეიტრალიტეტს. ეს ნიშნავს, რომ არანაირი წინააღმდეგობა არ არის“, - განაცხადა შალენბერგმა.
მინისტრმა განმარტა, რომ პარტნიორები, რომლებიც ახორციელებენ ამ ტრანზიტს, ვალდებულნი არიან, გადაზიდული ტვირთის სახეობის შესახებ ავსტრიულ მხარეს აცნობონ.