უკრაინის კორუფციის აღკვეთის სახელმწიფო სააგენტომ (NAZK) სამომხმარებლო საქონლის ბრიტანული კომპანია, Unilever-ი ომის დამფინანსებელთა სიაში შეიყვანა.
უწყებამ განაცხადა, რომ ასობით საერთაშორისოდ ცნობილი ბრენდი, მათ შორის Dove, Rexona, Lipton-ი, და Domestos-ი, რუსული ბაზრის დატოვების შესახებ დანაპირებს არ ასრულებს.
NAZK-ის ხელმძღვანელმა, ოლექსანდრ ნოვიკოვმა 3 ივლისს განაცხადა, რომ "Unilever-ი ვერ იტყვის, რომ ამ ომის წინააღმდეგია, ვიდრე პუტინის სამხედრო მანქანას უჭერს მხარს".