უკრაინის საჰაერო თავდაცვა უნდა გახდეს ევროპის ცის ფარის საფუძველი - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას ჯერ არ აქვს საკმარისი რაოდენობის საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომ დაიცვას მთელი თავისი ტერიტორია, ჩამოაგდოს მტრის ყველა სამიზნე და მტერი ამით სარგებლობს.

ზლენსკის თქმით, მაგალითად, დღეს, სუმზე დრონების იერიშის დროს, საცხოვრებელი სახლების გარდა, დარტყმა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის შენობაზეც მიიტანეს.


„ამ დარტყმების შედეგად არიან დაჭრილები და დაღუპულები...,“ - განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, უკრაინა „ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მისი საჰაერო თავდაცვის სისტემა იყოს ყველაზე ძლიერი.“

„დღეს საჰაერო ძალების მეთაურმა მომახსენა ჩვენი ქმედებების შესახებ, რომლებიც მიმართულია საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად. ჩვენი მიზანია, რომ უკრაინის ცის ფარმა შეძლოს დაიცვას მთელი ჩვენი ტერიტორია რუსული ტერორისგან და მომავალში გახდეს ევროპული ცის ფარის საფუძველი. ეს არის აბსოლუტურად აუცილებელი და აბსოლუტურად შესაძლებელი,“ - განაცხადა ზელენსკიმ.