საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება იმსახურებს მკაცრ რეაქციას უკრაინის მხრიდან საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართ მათი დამოკიდებულების გამო. მისი განცხადება საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა გაავრცელა.
„ხვალ დილით (4 ივლისს) საქართველოს ელჩი იქნება საგარეო საქმეთა სამინისტროში, მასთან გაიმართება მკაცრი საუბარი, ის გაემგზავრება საქართველოში. ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველომ უნდა შეწყვიტოს სააკაშვილის შეურაცხყოფა და დაგვიბრუნოს ჩვენ, რადგან ის არის უკრაინის მოქალაქე“, - წერია კულებას განცხადებაში.