ტაჯიკეთის მოქალაქე რუსტამ აშუროვი, რომელმაც კიშინიოვის აეროპორტში სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი და დაცვის თანამშრომელი მოკლა, დაკავებისას მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. ამის შესახებ მოლდოვის შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.
მანამდე, თურქეთიდან რეისით ჩამოსულ ტაჯიკეთის მოქალაქეს ქვეყანაში შესვლაზე უარი ეთქვა.
სროლა კიშინიოვის საერთაშორისო აეროპორტში 30 ივნისს მოხდა.
ტაჯიკეთის გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ თავდამსხმელი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი იყო და მოლდოვაში გაიქცა მის წინააღმდეგ საქმის აღძვრის შემდეგ.
თავდაპირველად, მოლდოვამ სისხლის სამართლის საქმე ტერორისტულ აქტზე აღძრა, თუმცა მოგვიანებით, დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობად გადააკვალიფიცირა.