უკრაინის ქალაქ სუმიში გლოვის დღეა

4 ივლისი უკრაინის ქალაქ სუმიში გლოვის დღედ გამოცხადდა.

რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქ სუმიზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 3-მდე გაიზარდა.

უკრაინის ხელისუფლების თანახმად, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ირანული წარმოების დრონებით დაარტყეს საცხოვრებელ კორპუსებს და უსაფრთხოების სამსახურის შენობას.

სუმის მერის, ოლექსანდრ ლისენკოს ინფორმაციით, დაიჭრა 21 ადამიანი.