ჩინეთმა საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ჯოზეფ ბორელს პეკინში დაგეგმილი ოფიციალური ვიზიტი გაუუქმა.
ბორელის სპიკერის, ნაბილა მასსრალის თანახმად, ჩინურ მხარეს მათთვის ვიზიტის გაუქმების მიზეზი არ განუმარტავს.
„სამწუხაროდ, ჩვენმა ჩინელმა კოლეგებმა შეგვატყობინეს, რომ მომავალ კვირაში დაგეგმილი ვიზიტი არ შედგება და ახლა ალტერნატიული გამოსავალი უნდა მოვძებნოთ. ვიზიტის გაუქმების კონკრეტული მიზეზი ჩვენთვის უცნობია. სამწუხაროა მსგავსი გადაწყვეტილება მაშინ, როდესაც ევროკავშირის ჩინეთთან ურთიერთობის დალაგებას ცდილობს,“ - განაცხადა ბორელის სპიკერმა.
ბორელი პეკინში მომდევნო კვირას უნდა ჩასულიყო და ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან შეხვედრა გაემართა.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარი არ გაუკეთებია.