სამხედრო სავალდებულო სამსახურის ერთი წლით გადავადების მოსაკრებელი 5-ათასი ლარი იქნება

„თავდაცვის კოდექსის“ განხილვა მეორე მოსმენით მიმდინარეობს. დღევანდელ სესიაზე ცნობილი გახდა, რომ კანონით ჯარში გაწვევის გადავადების მოსაკრებელი 5-ათასი ლარი იქნება.

„თავდაცვის კოდექსის“ პროექტის პირვანდელი ვარიანტით მოსაკრებლის ოდენობა 10-ათასი ლარის ოდენობით იყო განსაზღვრული, რაც საკანონმდებლო ინიციატივის საკომიტეტო განხილვის დროს პროექტიდან ამოიღეს.

მუხლი 5. სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის განაკვეთი: 1) სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებელი სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევას დაქვემდებარებული პირისათვის 18 თვით გადავადებისათვის შეადგენს 2000 (ორი ათას) ლარს.

  • ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებით პირს შეუძლია, ისარგებლოს მხოლოდ ორჯერ, მაგრამ არა უმეტეს 25 წლის ასაკისა. თუ გადავადების უფლების გამოყენება ეწინააღმდეგება ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს, პირს შეუწყდება გადავადებით სარგებლობის უფლება და გაწვეული იქნება სამხედრო სავალდებულო სამსახურში.

სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებელი არის სავალდებულო გადასახდელი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში, რომელიც გადაიხდება „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების უფლებით სარგებლობისათვის.