ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთი ტერორიზმის სახელმწიფო სპონსორად, ხოლო „ვაგნერი“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინეული მედია ავრცელებს.
უკრაინის დელეგაციის წევრმა ევენია კრავჩუკმა განაცხადა, რომ დეკლარაციის თანახმად, „ვაგნერის“ ქმედებები შესაძლებელია, რომ შეფასდეს რუსეთის მთავრობის სახელით ჩადენილ ტერორისტული ხასიათის განზრახვად.“
დეკლარაციაში ხაზგასმულია რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ საჯარო აღიარება, რომ „ვაგნერი“ სრულად იყო დაფინანსებული სახელმწიფოს მიერ.
დოკუმენტის თანახმად, ეუთოს წევრმა ქვეყნებმა უნდა მიიღონ ზომები „ვაგნერისა“ და მისი სტრუქტურების წინააღმდეგ, მათ შორის, ტერორისტულ ორგანიზაციად შერაცხვით.
დეკლარაცია მოუწოდებს წევრ ქვეყნებს, გააძლიერონ საერთაშორისო ნორმები, რომლებიც ნათლად აღიარებენ „ვაგნერის“ ჯგუფის ტერორისტულ ხასიათს და რუსეთის, როგორც ამ ტერორისტული ორგანიზაციის სპონსორი სახელმწიფოს პასუხისმგებლობას.
„ასეთი ფორმულირება პირველად გაჩნდა საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალურ დოკუმენტში! ვიმედოვნებ, რომ ეს გადაწყვეტილება გახდება კატალიზატორი აგრესორი სახელმწიფოს ტერორიზმის სპონსორად აშშ-ში (როგორც ეუთოს წევრად) და მთელ მსოფლიოში აღიარებისთვის“, - აღნიშნა კრავჩუკმა.