უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ახალი მთავრობის მიწვევით ბულგარეთს ეწვევა, იტყობინება ბულგარეთის გაზეთი 24 Chasa დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით.
ვიზიტი, სავარაუდოდ, 6 ივლისს შედგება, თუმცა მისი დეტალები უსაფრთხოების გამო გასაიდუმლოებულია.
ბულგარეთის მთავრობა ზელენსკის მოგზაურობის შესახებ ინფორმაციას არც ადასტურებს და არც უარყოფს.
მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, ბულგარელმა კანონმდებლებმა უარი თქვეს ზელენსკის მიმართვის მოსმენაზე, რომელიც მათ უკრაინისთვის გაზრდისკენ მოუწოდებდა.
ბულგარეთმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მეორე პაკეტი 27 ივნისს გამოაცხადა, თუმცა მისი შინაარსი არ დაუზუსტებია.
15 ივნისს ბულგარეთის თავდაცვის მინისტრმა თოდორ თაგარეევმა Politico-ს განუცხადა, რომ სოფიას სურს, შეუერთდეს ევროკავშირის ინიციატივას უკრაინისთვის ერთი მილიონი საარტილერიო ჭურვის მიწოდების შესახებ.
ბულგარეთის პრეზიდენტი რუმენ რადევი მუდმივად ეწინააღმდეგებოდა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებას. მას ბრალი დასდეს პრორუსულ პოზიციაში მას შემდეგ, რაც 2021 წლის საპრეზიდენტო დებატების, დროს ყირიმს „რუსული“ უწოდა.
პარლამენტმა კიევისთვის იარაღის მიწოდება გასული წლის დეკემბერში დაამტკიცა. სამხედრო დახმარების პირველი პაკეტი დროებითმა კაბინეტმა უზრუნველყო, მაგრამ გავრცელებული ინფორმაციით, შემდგომი დახმარება, სწორედ რადევმა დაბლოკა.
„თუმცა, ახალი მთავრობა, რომელიც ივნისის დასაწყისში, პრემიერ-მინისტრ მიკოლა დენკოვის დროს ჩამოყალიბდა, როგორც ჩანს, აქტიურ ნაბიჯებს დგამს, რათა დაეხმაროს უკრაინას რუსული აგრესიის მოგერიებაში“, - წერს უკრაინული მედია kyivindependent-ი.