უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ახლა მთელმა მსოფლიომ უნდა იცოდეს, რომ საერთო უსაფრთხოება მთლიანად დამოკიდებულია ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ოკუპანტების ქმედებებზე.
ზელენსკის თქმით, რუსეთს მკაფიოდ უნდა ესმოდეს, რომ მსოფლიო ხედავს, რა სცენარისთვის ემზადებიან ტერორისტები და მზადაა რეაგირებისთვის.
"ჩვენი დაზვერვით, გვაქვს ინფორმაცია, რომ ზაპოროჟიეს ატომური სადგურის რამდენიმე ელექტროსადგურის სახურავზე რუსმა სამხედროებმა ასაფეთქებელი ნივთიერებების მსგავსი ობიექტები განათავსეს. შესაძლოა, სადგურზე ზემოქმედების სიმულაციისთვის. იქნებ სხვა სცენარი აქვთ", - ამბობს ზელენსკი.
მისივე შეფასებით, ზაპოროჟიეს ატომური სადგურისთვის საფრთხის ერთადერთი წყარო თავად რუსეთია და სხვა არავინ.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, კახოვკის ჰესის ტერაქტს დროული და მასშტაბური რეაგირება არ მოჰყოლია, რამაც შესაძლოა, შთააგონოს კრემლი ახალი ბოროტებისკენ.
"მისი შეჩერება მსოფლიოში ყველას მოვალეობაა. რადიაცია ყველას შეეხება,"- ამბობს უკრაინის პრეზიდენტი.
განცხადება გაავრცელა უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა და მოსალოდნელ რუსულ პროვოკაციაზე მიუთითა.