ჩვენმა ძალებმა ბახმუტთან რუსი ქვეითები ნაღმტყორცნებით გაანადგურეს - უკრაინა

უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე თავდასხმის ბრიგადის თანახმად, უკრაინელებმა ბახმუტთან რუსი ქვეითები ნაღმტყორცნებით გაანადგურეს. ბრიგადა შესაბამის ვიდეოს ავრცელებს.

"ნაღმტყორცნიდან პირდაპირი დარტყმა ოკუპანტების ქვეითებზე. მესამე თავდასხმის ბრიგადის 1-ელი მექანიზებული ბატალიონი 120 მმ კალიბრიანი ნაღმყტორცნებით მუშაობდა. დონეცკის ოლქი, ბახმუტის მიმართულება," - აცხადებენ მესამე თავდასხმის ბრიგადის პრესსამსახურში.


უფრო ადრე უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურმა, გენერალმა ალექსანდრე სირსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ბახმუტის დაბრუნებას შეძლებენ.

სირსკიმ  ხაზი გაუსვა, რომ ფრონტზე ყველაფერი იმ გეგმების მიხედვით ვითარდება, რომელიც სარდლობამ წინასწარ შეიმუშავა და დაამტკიცა.

კითხვას, არის თუ არა დარწმუნებული ქალაქის გათავისუფლებაში, სირსკიმ უპასუხა: "დიახ, რა თქმა უნდა. დარწმუნებული ვარ".