შოლცი უკრაინის კონტრშეტევაზე: უკრაინული ძალები კარგად ორგანიზებულად მოქმედებენ

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ უკრაინული ძალები ომში ძალიან ზუსტად და კარგად ორგანიზებულად მოქმედებენ.

შოლცის თქმით, ის არასდროს ელოდა, რომ ყველაფერი დღითიდღე შეიცვლებოდა. „უკრაინის თავდაცვის ძალები ოპერაციებს "ძალიან მიზანმიმართულად" გეგმავენ,“ - ამბობს გერმანიის კანცლერი.

ოლაფ შოლცმა ხაზი გაუსვა, რომ ვიდრე უკრაინა ომშია, NATO-ს წევრი ვერ გახდება, რადგან NATO-ში გაწევრიანების კრიტერიუმები მოიცავს „სასაზღვრო კონფლიქტების არარსებობას.“

გერმანიის კანცლერის თქმით, უკრაინისადმი NATO-ს დიდი პრაქტიკული მხარდაჭერა მნიშვნელოვანია და ის გაგრძელდება.

„გერმანიამ შექმნა პირობები უკრაინის ხანგრძლივად მხარდასაჭერად, თუ ომი დიდხანს გაგრძელდება. ბევრი ქვეყანა შეძლებს მხარი დაუჭიროს კიევს ერთი, ორი, სამი და თუ საჭირო იქნება, მეტი წელი, რადგან ჩვენ არ ვიცით, რამდენ ხანს გაგრძელდება სამხედრო კონფლიქტი“, - აღნიშნა ოლაფ შოლცმა.