უკრაინელებმა ბახმუტთან რუსული ჰაუბიცა - „Gvozdika“ გაანადგურეს - გენშტაბი

დონეცკის ოლქში, ბახმუტთან უკრაინელმა არტილერისტებმა რუსული თვითმავალი ჰაუბიცა „გვოზდიკა“ გაანადგურეს. შესაბამისი ვიდეო უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა Facebook-ზე გამოაქვეყნა.

„ბახმუტის მიმართულებით 45-ე ცალკეული საარტილერიო ბრიგადის არტილერისტებმა გაანადგურეს კიდევ ერთი რუსული თვითმავალი ჰაუბიცა 2S1 Gvozdika“, - ნათქვამია ანგარიშში.


უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე თავდასხმის ბრიგადის თანახმად, უკრაინელებმა ბახმუტთან რუსი ქვეითები ნაღმტყორცნებით გაანადგურეს. ბრიგადა შესაბამის ვიდეოს ავრცელებს.

"ნაღმტყორცნიდან პირდაპირი დარტყმა ოკუპანტების ქვეითებზე. მესამე თავდასხმის ბრიგადის 1-ელი მექანიზებული ბატალიონი 120 მმ კალიბრიანი ნაღმყტორცნებით მუშაობდა. დონეცკის ოლქი, ბახმუტის მიმართულება," - აცხადებენ მესამე თავდასხმის ბრიგადის პრესსამსახურში.


უფრო ადრე უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურმა, გენერალმა ალექსანდრე სირსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ბახმუტის დაბრუნებას შეძლებენ.

სირსკიმ  ხაზი გაუსვა, რომ ფრონტზე ყველაფერი იმ გეგმების მიხედვით ვითარდება, რომელიც სარდლობამ წინასწარ შეიმუშავა და დაამტკიცა.

კითხვას, არის თუ არა დარწმუნებული ქალაქის გათავისუფლებაში, სირსკიმ უპასუხა: "დიახ, რა თქმა უნდა. დარწმუნებული ვარ".