რუსეთის რკინიგზის ვებგვერდზე და მობილურ აპლიკაციას ჰაკერები დაესხნენ თავს. ამის შესახებ რუსული მედიის ცნობით, თავად კომპანია იუწყება.
მათივე თქმით, ჰაკერულ შეტევას ხელი არ შეუშლია სალაროებისა და სადგურების ფუნქციონირებისთვის.
ჰაკერებმა რუსეთის რკინიგზის სისტემები რამდენიმე წლის წინათაც უკვე გატეხეს.
რუსეთ-უკრაინის ომის პირობებში კი, ჰაკერების გააქტიურებაზე მედია ხშირად წერდა.
მაგალითად, გასულ თვეში რუსეთის ფედერაციის როსტოვის, ბელგოროდისა და ვორონეჟის ოლქებში რადიოთი გადაიცემოდა პუტინის „მიმართვა“, რომელშიც ის რუსეთის მოქალაქეებს ევაკუაცისკენ მოუწოდებდა ქვეყნის ტერიტორიაზე უკრაინის არმიის შეჭრის გამო და მობილიზაციას აცხადებდა.
პუტინის „მიმართვაში“ საუბარი იყო „საყოველთაო მობილიზაციასა“ და რუსეთის სასაზღვრო რეგიონეში საომარი მდგომარეობის გამოცხადებაზე. რუსეთის პრეზიდენტის პრემდინვნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით „ეს იყო უკანონო შეღწევა“ და „ფეიკ მიმართვა.“
„რუსებო, თანამოქალაქეებო, ძმებო და დებო. დღეს დილის ოთხ საათზე, ნატოს ბლოკის მიერ ვაშინგტონის თანხმობითა და მხარდაჭერით შეიარაღებული უკრაინის ჯარები კურსკის, ბელგოროდისა და ბრიანსკის ოლქების ტერიტორიაზე შეიჭრნენ. ჩვენი მესაზღვრეები და შეიარაღებული ძალები ღირსეულად უპასუხებენ აგრესორის ძალებს. კურსკის, ბელგოროდის, ბრიანსკის ოლქების ტერიტორიაზე, ჩემი განკარგულებით შემოიღებულია საომარი მდგომარეობა. დღესვე ხელს მოვაწერ განკარგულებას საყოველთაო მობილიზაციის შესახებ“, - ციტირებდა Meduza პუტინის „მიმართვის“ ტექტს.