ზელენსკი ლვოვზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმაზე: მტერს აუცილებლად გაეცემა პასუხი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ნაჩვენებია ლვოვზე წუხელ მომხდარი რუსული სარაკეტო დარტყმის შედეგები.

„ლვოვი. რუსი ტერორისტების ღამის თავდასხმის შედეგები. სამწუხაროდ, არიან დაჭრილები და გარდაცვლილები. ვუსამძიმრებ ახლობლებს!“ დაწერა ზეელენსკიმ Telegram-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოსთან ერთად.

მისივე თქმით, „მტერს აუცილებლად გაეცემა პასუხი და ეს იქნება ხელშესახები.“


მაშველებმა უკრაინის ქალაქ ლვოვში, რუსული რაკეტით წუხელ განადგურებული სახლის ნანგრევებში კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს. დაღუპულთა რიცხვი 4-მდე გაიზარდა.

უკრაინის შსს-ს თანახმად, დაშავდა 9 ადამიანი, მაშველებმა გადაარჩინეს 7, ევაკუირებულია 64. სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება.

დანგრეულია მრავალბინიანი სახლის ორი სადარბაზოს მესამე და მეოთხე სართულები.