უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთს ეწვევა.
ამის შესახებ უკრაინული მედია თურქულ გამოცემაზე დაყრდნობით წერს.
ზელენსკი თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს NATO-ს სამიტამდე, 7 ივლისს შეხვდება.
დღეს ზელენსკი ბულგარეთში იმყოფება.
რუსული მხარე იმუქრება, რომ 17 ივლისის შემდეგ შეწყვეტს მონაწილეობას „მარცვლეულის შეთანხმებაში“, რომელიც საომარ პირობებში უკრაინის შავი ზღვის პორტებიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის საშუალებას იძლევა.
იმავდროულად, Financial Times იტყობინება, რომ ევროკავშირი სანქცირების კუთხით განიხილავს გარკვეულ დათმობებს, რათა შეინარჩუნოს ეს შეთანხმება, რაც უკრაინული მხარისთვის მიუღებელია.