ფინეთის ელჩი რუსეთში ხუთშაბათს დაიბარეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, განაცხადა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ, იტყობინება კრემლის მიერ კონტროლირებადი სააგენტო TASS-ი.
მისი მიხედვით, „ელჩმა რუსული მხარის მწვავე პროტესტი მიიღო „ჰელსინკის ანტირუსული პოლიტიკის“ გამო.
მას ასევე შეატყობინეს, რომ ცხრა დიპლომატი "პერსონა ნონ გრატად" გამოაცხადეს, სანქტ-პეტერბურგში კი, საკონსულოს დახურვა გადაწყვიტეს.
პრეზიდენტი საული ნიინისტო Twitter-ზე წერს, რომ დიპლომატების გაძევება და სანქტ-პეტერბურგში გენერალური საკონსულოს შესახებ შეთანხმების გაუქმება არის "მკაცრი და ასიმეტრიული პასუხი" ფინეთის გადაწყვეტილებაზე.
ნიინისტო ამბობს, რომ ფინეთი „ამზადებს მსგავს ღონისძიებას“ და მიანიშნებს რუსეთის უფლების გაუქმებაზე, ჰქონდეს გენერალური საკონსულო ტურკუში (ქალაქი ფინეთში).
ახლად დანიშნულმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელინა ვალტონენმა Twitter-ზე დაწერა, რომ რუსეთის ქმედითი ნაბიჯი არის „გადაჭარბებული პასუხი“.
6 ივნისს ფინეთმა რუსეთის საელჩოში მომუშავე პერსონალის რაოდენობა შეამცირა და ქვეყნიდან 9 დიპლომატი გააძევა.