უკრაინამ $4 მილიონის რუსული თვითმფრინავების ნაციონალიზაცია მოახდინა

  • $4 მილიონის ღირებულების რუსული თვითმფრინავები უკრაინის სახელმწიფოს საკუთრებაში გადაეცა

უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სანქცირებული რუსული კომპანია Rostec-ისგან, დაახლოებით 4 მილიონი დოლარის ღირებულების თვითმფრინავი სახელმწიფოს, საკუთრებაში გადასცეს.

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, სანქცირებული რუსული კომპანია Rostec-ის, $4 მილიონის ღირებულების თვითმფრინავის გადაცემის შესახებ, განაცხადა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (SBU) 6 ივლისს.

ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ იუსტიციის სამინისტროს სარჩელი დააკმაყოფილა. 

სრულმასშტაბიანი შეჭრის წინ სატვირთო და სამგზავრო თვითმფრინავი An-140-100 უკრაინის სახელმწიფო საწარმო ანტონოვს ტექნიკური კორექტირებისთვის, ტესტირებისთვის და შემდგომი დაბრუნებისთვის გადაეცა, იტყობინება SBU.

უკრაინის გამოძიების თანახმად, თვითმფრინავი ეკუთვნის რუსეთის სახელმწიფო თავდაცვის კონგლომერატ Rostec-ს, რომელიც ასევე ამარაგებს რუსეთის შეიარაღებულ ძალებს სამხედრო თვითმფრინავებით. ამ საქმიანობისთვის Rostec-ს სანქციები დაუწესეს უკრაინამ, გაერთიანებულმა სამეფომ, ევროკავშირმა, აშშ-მ, კანადამ, შვეიცარიამ, ავსტრალიამ, იაპონიამ და ახალმა ზელანდიამ.