საქართველოს, სამუშაო ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეწვევა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრების შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატებში.
ვიზიტის თარიღი ინფორმაციაში მითითებული არ არის.
საქართველომ და სომხეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის ივლისში დაამყარეს.
ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ტურიზმის სფეროებში.