უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთში ჩავიდა, სადაც მოლაპარაკებებს გამართავს პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან.
„დატვირთულ დღეს თურქეთში ვასრულებთ. მოლაპარაკებები პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან. პოზიციების კოორდინაცია მშვიდობის ფორმულასთან დაკავშირებით, NATO-ს სამიტზე, უსაფრთხოების გარანტიებსა და მარცვლეულის ინიციატივის შესახებ. უკრაინის რეკონსტრუქცია, თავდაცვის კონტრაქტები ჩვენს საწარმოებს შორის,“ - ასე აღწერს ზელენსკი დაგეგმილ შეხვედრებს.
ზელენსკი თურქეთში სლოვაკეთიდან ჩაავიდა. მანამდე ის ჩეხეთსა და ბულგარეთს ეწვია.