აშშ უკრაინას კასეტურ საბრძოლო მასალას მიაწვდის

აშშ უკრაინისთვის 800 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გამოყოფს.

პენტაგონში გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილე კოლინ კოლმა განაცხადა, რომ ახალი პაკეტი მოიცავს 155 მილიმეტრის კალიბრის ჭურვებს, მათ შორის იქნება კასეტური საბრძოლო მასალა, რომ ელსაც აშშ კიევს პირველად მიაწვდის.

პაკეტშია 155 მმ კალიბრის საბრძოლო მასალა (ორმაგი დანიშნულების DPICM საბრძოლო მასალა), 105 მმ ჭურვები, ასევე საბრძოლო მასალა Patriot-ისა და HIMARS-ის ტიპის სისტემებისთვის.

ამას გარდა, აშშ კიევს დამატებით Bradley-ს და Stryker-ის ტიპის ჯავშანტექნიკას, მაღალი სიზუსტის საავიაციო ჭურვებს, ასევე, რემონტისთვის და მომსახურებისთვის ნაწილებს გადასცემს.

კალის თქმით, სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი შესაძლებელს გახდის უკრაინას “საბრძოლო მასალის ასობით ათასი ერთეული დაუყონებლივ” გადაეცეს.