ანდრია ჯაღმაიძის თქმით, საპატრიარქოს თანამშრომლის გარდაცვალების ერთმნიშვნელოვნად დაკავშირება, მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლასთან, საფუძველს მოკლებულია

„საპატრიარქოს თანამშრომლის, დამლაგებელი ქალბატონის გარდაცვალების ერთმნიშვნელოვნად დაკავშირება, მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლასთან, საფუძველს მოკლებულია, რადგან ექსპერტიზა არ დასრულებულა,“ - ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დეკანოზი, ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში წერს.

„საპატრიარქოს თანამშრომლის, დამლაგებელი ქალბატონის გარდაცვალების ერთმნიშვნელოვნად დაკავშირება, მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლასთან, საფუძველს მოკლებულია, რადგან ექსპერტიზა არ დასრულებულა.

ქალბატონი რუსუდანი ბოლო წლებში ავადმყოფობდა და პერიოდულად მკურნალობას გადიოდა. გარდა ამისა მიმდინარეობს გამოძიება და უნდა დაველოდოთ შედეგებს“, - წერს ჯაღმაიძე.


ინფორმაციისთვის, ქართულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, საპატრიარქოს დამლაგებელი ქალის გარდაცვალების შესახებ. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქალის ცხედარს უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა.


„რუსთავი 2" წერს, რომ ჯერჯერობით უცნობია, უკავშირდება თუ არა ეს ფაქტის მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლის ვერსიას, თუმცა "მომხდარი საეჭვოდ ემთხვევა" სისხლის სამართლის საქმეს, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ პატრიარქის მოსაყდრის განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით აღძრა.

 მედია აღნიშნავს, რომ მეუფე შიო "მოწამლეს თუ მოიწამლა - ეს უკვე დამოკიდებულია პატრიარქის სავარაუდო მემკვიდრის დამლაგებელი ქალის ცხედრის ექსპერტიზის პასუხზეც".