8 ივლისს, თურქეთში გამართული შეხვედრისას, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ, უკრაინის მშვიდობის ფორმულის განხორციელებისა და რუსეთის მიერ დეპორტირებული ბავშვების დაბრუნების საკითხები განიხილეს. ამასთან დაკავშირებით ზელენსკიმ Twitter-ზე დაწერა.
გმადლობთ ურყევი მხარდაჭერისა და მშვიდობისთვის ლოცვებისთვის! აგრესიის და დანაშაულების დაგმობისთვის, ომის შედეგად დაზარალებული უკრაინელი კაცებისა და ქალების ყოვლისმომცველი დახმარებისათვის“, - განაცხადა ზელენსკიმ.
პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, ზელენსკიმ მსოფლიო პატრიარქს ფრონტზე არსებული ვითარება და აგრესორის მიერ უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი ბოლო დანაშაულები გააცნო.
„დღეს მნიშვნელოვანი დღეა - ჩვენი ბრძოლა 500 დღეა, გრძელდება - სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. ჩვენ გვაქვს უწმინდესის მხარდაჭერა, ლოცვები ჩვენი ჯარისკაცებისთვის, ერისთვის, ჩვენი ხალხისთვის, უკრაინაში სიცოცხლისთვის“, - განაცხადა ზელენსკიმ.
თავის მხრივ, მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ უკრაინაში მშვიდობის მიღწევის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„მინდა გისურვოთ ტყვეებისა და ყველა ბავშვის დაბრუნება, რომლებიც ახლა თავიანთი სახლებიდან შორს არიან“, - აღნიშნა მსოფლიო პატრიარქმა.
ზელენსკი თურქეთში 7 ივლისს გვიან ჩავიდა და მოლაპარაკებები გამართა თურქეთის ლიდერთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან. მანამდე ზელენსკი ბულგარეთს, ჩეხეთსა და სლოვაკეთს ეწვია.