ზელენსკი „აზოვის" პოლკის მეთაურებთან ერთად, ლვოვში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, „აზოვის“ პოლკის მეთაურებთან ერთად, ლვოვში ჩავიდა. ამის შესახებ უკრაინის შს მინისტრის მრჩეველი, ანტონ გერაშჩენკო იუწყება.

მისივე თქმით, ადგილზე ხალხის უზარმაზარი ჯგუფი შეიკრიბა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების გარდა, ლვოვში იმყოფებიან სასულიერო პირებიც, მათ შორის, მიტროპოლიტი ეპიფანე.


"აზოვსტალის" გმირები თურქეთიდან სახლში ბრუნდებიან. უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთში იმყოფებოდა, საიდანაც აზოვსტალის დამცველებთან ერთად დაბრუნდა უკრაინაში.
 
„ჩვენ ვბრუნდებით თურქეთიდან და ვაბრუნებთ გმირებს სახლში. უკრაინელი სამხედროები - დენის პროკოპენკო, სვიატოსლავ პალამარი, სერჰი ვოლინსკი, ოლეჰ ხომენკო, დენის შლეჰა. ისინი საბოლოოდ დაუბრუნდებიან საკუთარ ახლობლებს.დიდება უკრაინას!" წერდა ზელენსკი სოციალურ ქსელში.